|
2022-07-29 12:55:06, 1514 ნახვა
სამართალი
187 მილიონი ლარი - ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის კონტრაქტორებს საარბიტრაჟო დავა მოუგო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდა მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში. დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა. "არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა,"- ბკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაც, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წელს დასრულდება. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. 2018-2022 წლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით ამოღებული თანხების ჯამური ოდენობა დაახლოებით 311 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)