|
2022-07-28 14:55:40, 1061 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები სამოქალაქო მოძრაობას აყალიბებენ
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები სამოქალაქო მოძრაობას აყალიბებენ, რათა "საჯარო პოლიტიკაში ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც აქამდე ხშირად არ იძლეოდა". როგორც სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავარი მიზანი იქნება, რომ საქართველოს "ომის საფრთხე თავიდან ააცილონ". "გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, ის, რასაც ჩვენ ამდენიხანია ვამბობთ, რომ ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ საფრთხე ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის და ჯერ კიდევ არსებობს. გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო მოძრაობა, რომლის მიზანი იქნება ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც პასუხები აქამდე ხშირად არ იძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი. ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატოზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, აი ეს იქნება ერთადერთი ჩვენი ამოცანა და საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას". - განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, რომ "სიმართლის სალაპარაკოდ" მმართველი პარტია დატოვეს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა. მათ შეუერთდნენ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და "ქართულ ოცნებას" ახალციხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრები. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მათ რიგებს გურამ მაჭავარიანიც შეუერთდა.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)