09:45 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 11:27:34, 723 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის გადაზიდვის ვადა 12 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა

საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მხარდაჭერის მიზნით საბაჟო კანონმდებლობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ფინანსთა მინისტრის №257 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა 12 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა ხორციელდება გამარტივებული წესით და არ საჭიროებს დალუქვას საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში.

 უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ ფოთში რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს ოპერატორებს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სხვა ცვლილებებთან ერთად ის საბაჟო პროცედურები გააცნეს, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელი ხდება საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირება სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდეც. კერძოდ; ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებული, ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში" განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელი ხდება სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.

საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესსექტორთან უშუალო ჩართულობითა და მათთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გემების მოცდენის, ასევე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დროს. ამასთან, გაიზრდება ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი და შესაძლებელი იქნება  იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც განპირობებულია გაზრდილი ტვირთბრუნვით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.rs.ge/Legislation?cat=7&tab=1

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე ის დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში.

ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათისაა და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics