|
2022-07-27 15:17:40, 2969 ნახვა
კომენტარი
შათირაშვილი - ხელისუფლებას უწევდა ამერიკელების უმძიმეს ზეწოლასთან დაპირისპირება, რომ ქვეყნისთვის ომი აეცილებინა
ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა სრულად ახადა ყველაფერს ფარდა და დაადასტურა ის, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვამტკიცებდი,- ფილოსოფოსი ზაზა შათირაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, თვეების მანძილზე, ხელისუფლებას უწევდა "ამერიკელების უმძიმეს ზეწოლასთან" დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ომი აეცილებინა თავიდან. "თვეების მანძილზე, ხელისუფლებას უწევდა ამერიკელების უმძიმეს ზეწოლასთან დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ომი აეცილებინა თავიდან. როდესაც დაინახეს, რომ ხელისუფლებასთან მიზანს ვერ აღწევდნენ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორიოდე კვირის თავზე, უკვე ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვეს შეხვედრა, მანამდე კი, მასზე წნეხის მაქსიმალურად დასამძიმებლად, შვეიცარიიდან საბანკო გადარიცხვები გაუჩერეს. საელჩოს მიერ რადიკალური ოპოზიციის, ენჯეოებისა და ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიის სრული კოორდინაცია რადიკალური დღის წესრიგის გარშემო, მათი მეშვეობით ომისკენ მიმართული რიტორიკის ტირაჟირება, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, თვითმფრინავებით მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და ამის საფუძველზე მთავრობის გადადგომის საკითხის დაყენება, ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოოდ, ერთადერთ რამეს - საქართველოს ომში ჩართვას ემსახურებოდა. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ისიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს კაცი შანტაჟის ძალით და ფულის გამო ქვეყანას არასოდეს გაწირავს. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს საკუთარი სიცოცხლეც კი დადო სასწორზე, როდესაც უმძიმეს დანაშაულებრივ სისტემას დაუპირისპირდა და ახლა ფინანსური თემით მისი დაშანტაჟება იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული",- წერს შათირაშვილი.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)