01:46 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 13:48:23, 618 ნახვა

ეკონომიკა
"თიბისი ლიზინგის" ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა  კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს და დანამატების გარეშე ამუშავებს, სწორედ ამიტომ, მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, უშაქრო წვენებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, კომპანიაში 2, 300, 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტმა 600, 000 ლარი შეადგინა, მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგმა დააფინანსა. ამჟამად საწარმოში ხუთი სახეობის: ვაშლის, საფერავის, რქაწითელი-ვაშლის, ფორთოხლის და  მულტიმიქსის წვენი მზადდება. შეფუთვა, ისევე როგორც „მაისის“ კონცეფცია, მთლიანად ეკომეგობრულია - მინისაა. შესაბამისად, პროდუქტის ფასი 3-4 ლარს შეადგენს და აქცენტს მაღალ ხარისხზე აკეთებს. საწყის ეტაპზე „მაისი“  წელიწადში 1, 500, 000 ბოთლის ჩამოსხმას გეგმავს.

დღეის მდგომარეობით „მაისი“ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება შემდეგ ობიექტებზე: გუდვილი, აგროჰაბი, წერტი, ნოსტე, ტერმინალი, შუმბალენდი, ოქტოპუსი და სხვა. კომპანიის მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მაისის ჯანსაღი წვენი საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე. ამასთანავე, ძალიან მალე „მაისი“ უკვე ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„ნატურალური წვენების წარმოებაზე  ჩემს პარტნიორებთან ერთად რამდენიმე წელია აქტიურად ვფიქრობდით. მიმაჩნია, რომ ამ პროდუქტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოს, ასევე მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან მნიშველოვანი იყო შეგვექმნა მზრუნველი და პასუხისმგებლიანი ბრენდი, რომელიც მხარს დაუჭერდა როგორც ქართველ ფერმერებს, ასევე შესაძლებლობას მისცემდა მომხმარებელს ჰქონოდა წვდომა ხარისხიან და სასარგებლო პროდუტზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „მაისი“. აქვე მინდა გამოვყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ კომპლექსურ ინდუსტრიაში, როგორიც არის წარმოება სწორი პარტნიორების შერჩევა და შემდგომ მათი მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა თიბისი ლიზინგისგან, რომელმაც დაინახა ჩვენს პროდუქტსა და გუნდში დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ კომპანიის სტარტაპ ეტაპზე  სწორი პარტნიორების შერჩევა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. წინ დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეც გვექნება,” - მარიამ ქოიავა, „მაისის“ თანადამფუძნებელი.

 „ჩვენთვის, როგორც ბაზრის წამყვანი სალიზინგო კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის ხელშეწყობა. ასე შეგვაქვს წვლილი როგორც ახალი საწარმოების გამართვასა და ადამიანების დასაქმებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ვთვლით, რომ „მაისი“ სწორედ ის პროექტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და დიდი წარმატება ელის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე,“ - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.

ახალი საწარმო ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს, ხილის სეზონის გააქტიურებასთან ერთად კი, თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics