09:17 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 16:30:04, 687 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნავ, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს

მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა ამ კუთხით არ არსებობს,- ასე გამოეხმაურა ეკონომოკოს მინისტრი ლევან დავითაშვილი "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, კერძო კომპანიების მიერ,    საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობის შემოტანის შესახებ, 

დავითაშვილის განმარტებით, კერძო კომპანიებს  საქართველოში ნავთობი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემოაქვთ.

"მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს.  კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა. ყველა სახელმწიფო უწყება იყო სტრატეგიული ქვეყნების პარტნიორების ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როცა ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმის განმარტებები და კიდევ ერთხელ გადაწყვეტილებები ნავთობთან მიმართებაში შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან", ასე რომ ეს საკითცი შეგვიძლია დავხუროთ"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა სამი კომპანია, რომლებსაც, მისივე თქმით, საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ.მისი თქმით, ასეთი კომპანია ათობით არის, თუმცა მხოლოდ  „ვისოლ ჯგუფს“, „არაგვი იმპექსსა“ და „ლუკოილს“ ასახელებს, რომელსაც სამი დღე აქვთ, რათა "გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული ნავთობის შემოტანას საქართველოში". 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics