2022-07-25 13:27:26, 325 ნახვა
ეკონომიკა
„ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა“ - სებ-ი VTB ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
![]() მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს, საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. სებ-ის განცხადებით, ოფიციალურად ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება კი, ამ ეტაპზე არ აქვთ. "ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს; თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. BMG-თვის გახდა ცნობილი, რომ VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ცნობილია ასევე, რომ მან მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 44 900-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
ზელენსკი - სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე
ლვოვში საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტს გადაასვენებენ, მის ადგილას უკრაინის გმირების კომპლექსი შეიქმნება
|
ომი უკრაინაში![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 44 900-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
![]() ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
![]() ზელენსკი - სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|