|
2022-07-25 12:48:31, 944 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. ივნისის ექსპორტის მაჩვენებლები მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მოსალოდნელზე მაინც შედარებით სუსტ დინამიკას აჩვენებს. წინა თვისგან განსხვავებით, ზრდა მხოლოდ ფასების და დიდწილად რეექსპორტის ხარჯზე იყო. ასევე, მცირედით გაუარესდა ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა. ამავდროულად, კვლავ მაღალია იმპორტში საინვესტიციო საქონლის წილი, განსაკუთრებით ნავთობის მაღალი ფასის ეფექტის გავლენის შესწორებით, რაც ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდის მოლოდინებზე მიუთითებს.
საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი მოლოდინების ინდიკატორია. მაისისგან განსხვავებით, ივნისში უცხოური ვალუტის სესხების ზრდა მცირედით უფრო მეტი იყო, თუმცა ძირითადად კორპორატიული სეგმენტის ხარჯზე, სადაც გრეძლვადიანი პროექტების დაფინანსება სწორედ ვალუტაში დომინირებს. ამავდროულად, მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, იპოთეკა პრაქტიკულად მთლიანად ლარში გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით უკვე შენელება შეინიშნება.
წინა კვირაში ლარის გამყარება ასევე "თიბისი კაპიტალის" მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, კვლავ თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი არ დასუსტდა, მართალია წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერი დარჩება, მაგრამ ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება უკვე ნაკლებ სავარაუდოა და ჭარბი შემოდინებებით უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება მოხდება. საამისო არგუმენტები ლარის სხვა ვალუტებთან მიმართებით საშუალო კურსი და ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირების მოლოდინია. მართალია, წინა თვეებისგან განსხვავებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსის ივნისის დინამიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ინდიკატორი არაა საკმარისად დამაჯერებელი იმისათვის, რომ ინფლაციის ნორმალიზებასთან დაკავშირებით თიბისი კაპიტალის შეფასება მატერიალურად შეიცვალოს. იხილეთ პუბლიკაცია სრულად ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)