2022-07-22 18:55:09, 456 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო
![]() თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვადასხვა დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და სამსახურებრივი სიყალბის გზით, ხუთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საერთო ჯამში - 6 353 744 კვ.მ. მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებაში დაეხმარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი პირადი მოტივით) და 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ზემოაღნიშნული ხუთი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება ჩადენილი დიდი ოდენობით) და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა საველე სწავლება ჩაატარა
Reuters - ყაზახეთი ნედლი ნავთობის ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამოყენებით გაყიდის
ზურაბ აზარაშვილი და ოთარ შამუგია დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირების სამუშაო პროცესს გაეცნენ
შსს - ოზურგეთში დავაკავეთ კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე მოკლა
|
ომი უკრაინაში![]() უკრაინაში ბრიტანული M270 MLRS-ის კიდევ ერთი პარტია ჩავიდა
![]() პოდოლიაკი - ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა, ბოროტებას განსაწმენდელში ეგზორციზმის იარაღით გავაბრუნებთ
![]() გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 361 ბავშვი დაიღუპა, 706 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|