|
2022-07-21 16:10:05, 1361 ნახვა
სამართალი
შსს - დედის დაჭრისა და მისი ნაცნობი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა - 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი - 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)