|
2022-07-19 18:13:08, 1038 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - მგონი, დრო არის, ბიძინა ივანიშვილმაც გასცეს პასუხები კითხვებს
კელი დეგნანის ეს პოზიცია, რომელიც პასუხს არ სცემს კითხვებს, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულების მსგავსია. - განაცხადა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, დროა ბიძინა ივანიშვილმაც გასცეს პასუხები კითხვებს. "ალბათ, უკვე დადგა დრო, რომ, სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩნდება ეს ადამიანი, ალბათ, უკვე საჭიროა, უნდა ვკითხოთ, არ არის პრობლემა, რომ კითხვები დავუსვათ ბიძინა ივანიშვილსაც, რა ხდება ამ პროცესში. დროა არის, მგონი, რომ ამ ადამიანმაც გასცეს პასუხი კითხვებს, ჩემი აზრით. კელი დეგნანის ეს პოზიცია, რომელიც პასუხს არ სცემს კითხვებს, რიგი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება... იკვრება წრედი და ხომ არ იყო კომუნიკაცია მანამდე, ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს მიმართავენ ამ ადამიანის მიმართ. დროა, რომ ალბათ კითხვები მასაც დავუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, რადგან ზეწოლა მიმდინარეობს ხელისუფლებაზე, ქვეყანაზე და აუცილებელია, რომ ალბათ, ჩემი აზრი არის, ეს კითხვები ნელ-ნელა მიმართულებას იძლევა ბიძინა ივანიშვილის მიმართ". - განაცხადა ყაველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ყაველაშვილმა კელი დეგნანს თავშეკავებისკენ მოუწოდა როგორც დიპლომატს.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)