21:00 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 18:53:37, 1277 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ჩხიკვაძეზე - მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს

სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა ამ მოსამართლემ, პრაქტიკულად ბრალდებაა წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე.

მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს უფლება მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

"სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა ამ მოსამართლემ, პრაქტიკულად ბრალდებაა წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, ასეთ ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი, ანუ უნდა გავერკვეთ, სინამდვილეში რაში იყო საქმე.

რა თქმა უნდა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. და თუ მით უმეტეს საქმე იმას ეხება, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა, ეს საერთოდ კატასტროფაა, ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჩაძიება. ამის მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩომ გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვა და პროგრამიდან მოხსნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics