|
2022-07-16 11:41:18, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება
რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა. მისივე თქმით, რუსეთში ფარული მობილიზაცია დაიწყო. "რუსეთის მკვლელ სამინისტროს ქვემეხის საკვები აკლია. რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა, საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ფულადი დახმარება კი 4000 დოლარამდე გაიზარდა. იქმნება ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. შეიძლება დაამარცხოს თავისუფალი ხალხი მონებისა და დამნაშავეების არმიამ". - განაცხდა დანილოვმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)