|
2022-07-15 18:30:23, 1112 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი დეგნანზე - ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ელჩის მიმართ კეთდება
ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები. ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის შესახებ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისივე თქმით, დიპლომატიური წესი მოითხოვს ინდივიდუალურ საუბრებს ელჩთან და არა ტელევიზიებით და მედიით განცხადებების კეთებას. "ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, რომ ეს სწორი ფორმაა თუ რამე მტკიცებულებები არის, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს ინდივიდუალურ საუბრებს ელჩთან და არა ტელევიზიებით და მედიით განცხადებების კეთება. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები. ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძე წერს, რომ მისი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა.
პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილი რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ემსჯელათ. სხდომის ჩანიშვნის წინააღმდეგია ქართული ოცნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)