|
2022-07-14 10:28:44, 1054 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტემბერგი - მთავარი ფოკუსი კვლავ საქართველოს რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში
არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ამასთან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ ფოკუსირება განახორციელოს რეფორმებზე, რომ ერთ დღესაც ქვეყანამ შეძლოს ერთი ნაბიჯით წინ წასვლა. „არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“,- განაცხადა სტოლტემბერგმა.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)