|
2022-07-12 22:41:14, 1011 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ს ბოლო ორკვირის დახმარება საერთო ჯამში 3 მილიარდ დოლარს შეადგენს
უკრაინამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარი, გრანტის სახით, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ფონდისგან მიიღო. - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. მისივე თქმით, ეს არის უკვე მეორე გრანტი აშშ-სგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში. "უკრაინამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარი, გრანტის სახით, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ფონდისგან მიიღო. ეს არის უკვე მეორე გრანტი აშშ-სგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, დახმარების მოცულობა 3 მილიარდი დოლარია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)