|
2022-07-12 17:14:59, 985 ნახვა
ეკონომიკა
კვარიათში აპარტოტელი - გუმბათი რეზიდენსი შენდება
"საქართველოს ბანკი" დველოპერული სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „გუმბათი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კვარიათში, ზღვის პირველ ზოლში აპარტოტელი - გუმბათი რეზიდენსი შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 3.7 მლნ აშშ დოლარს აღწევს. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 103 აპარტამენტს, ლაუნჯს და რესტორანს, ფრენბურთის მოედანს, ღია კინოთეატრს, ფიტნესს, ბუნგალოსა და გარე აუზს. ასევე, 2000 კვ.მ-ზე გამწვანებულ ეზოსა და კეთილმოწყობილ სანაპიროს. „ის რაც პროექტს გამოარჩევს არის მშენებლობის მაღალი სტანდარტი, იდეალური ადგილმდებარეობა, ადმინისტრაციის მომსახურება, კერძო, 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, გასართობი და სარელაქსაციო ზონები, მთისა და ზღვის პანორამული ხედები, ვინტილირებადი ფასადი და ა.შ. ეს „გუმბათი ჯგუფის“ რიგით მეათე პროექტია და მოხარული ვართ რომ გუმბათი რეზიდენსის პროექტს საქართველოს ბანკთან ერთად ვახორციელებთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ. „კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დამსახურებით დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს თავის სფეროში. ეს არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო დიდი მასშტაბის მშენებლობა ბათუმში. 22 წლიანი გამოცდილება, აშენებული 500.000 კვ.მ. კომერციული და საცხოვრებელი ფართი, ასევე 2 ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი ძალიან ბევრს ამბობს ამ კომპანიაზე და მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში კვარიათს ასეთი აპარტოტელი შეემატება გუმბათი რეზიდენსის სახით. გვინდა კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და საინტერესო პროექტების განხორციელება“,- აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)