|
2022-07-11 13:04:49, 1411 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს
ივნისის წლიური ინფლაცია 13.3-დან, 12.8%-მდე შემცირდა, თუმცა, მხოლოდ წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ივნისში ფასები მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების შემცირება და ლარის გამყარება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო თვეებში ყოველთვიური ინფლაცია უკვე დაბალი იქნება, რაც თიბისი კაპიტალის აზრით, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის შედარებით მეტად შემცირებას გულისხმობს. წლიური ინფლაციის მხრივ, სამიზნესთან დაახლოების მოლოდინი მხოლოდ მომდევნო წელსაა რეალისტური. ბოლო პერიოდში აშშ დოლარი რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარის დამატებით გამყარების, მართალია მხოლოდ მცირე, მაგრამ პოტენციალი კვლავ არსებობს. ევრო/დოლარის წყვილს რაც შეეხება, ახლო პერსპექტივაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია. სადღეისოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროს დამატებით დასუსტება ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების გამო ევროზონის სავაჭრო ბალანსის გაუარესებამაც გამოიწვია. თანაც, გლობალური რეცესიის რისკების ზრდა დოლარის მხარდამჭერი არგუმენტია. ამავდროულად, თიბისი კაპიტალის აზრით, უფრო სანდო, საშუალო ვადიანი ინდიკატორები ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ პროციკლური ქცევა შეძლებისდაგვარად იქნას თავიდან არიდებული. საკუთრივ, დოლარის გამყარება უფრო იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდში ის გაუფასურდება, ვიდრე პირიქით. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)