|
2022-07-09 14:13:10, 1797 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ამერიკელი ხალხისა და პრეზიდენტის მადლიერია ჩვენი მხარდაჭერისთვის
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ეფექტური მხარდაჭერის გაგრძელების გამო აშშ-ს პრეზიდენტის მადლიერი ვარ. - განაცხადა უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, მეტი Himars-ები და 155მმ-იანი ჭურვები ჩვენთვის პრიორიტეტული საჭიროებაა. "რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ეფექტური მხარდაჭერის გაგრძელების გამო აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის გულწრფელად მადლიერი ვარ. მეტი Himars-ები და 155მმ-იანი ჭურვები ჩვენთვის პრიორიტეტული საჭიროებაა. ეს არის ის, რაც მტერზე ზეწოლაში გვეხმარება. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს მხარდაჭერას! ერთად გავიმარჯვოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)