|
2022-07-09 12:07:51, 1430 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - ოპერატიული პაუზა, რომელიც რუსებმა გამოაცხადეს, სიცრუეა, მსგავსი არაფერი არ მომხდარა
მტერი ინტენსიურად ისვრის. რეგიონიდან გასვლა უკრაინის მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიმართულებით, შემდეგ კი ან საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადასვლაა,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. გაიდაის თქმით, რუს ოკუპანტებს ოლქის ტერიტორია მთლიანად ოკუპირებული აქვთ. „მტერი ცდილობს, რომ ოლქში საოკუპაციო ხაზი გაავლოს. რაც შეეხება ოპერატიულ პაუზას, რომელიც რუსებმა გამოაცხადეს, სიცრუეა. მსგავსი არაფერი არ მომხდარა. მტერი ინტენსიურად ისვრის. რეგიონიდან გასვლა უკრაინის მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიმართულებით, შემდეგ კი ან საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადასვლაა. ტერიტორია სადაც ომი მიმდინარეობდა, რუსულმა არმიამ ყველაფერი გაანადგურა. საცხოვრებელი ფონდი, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ინფრასტრუქტურული ობიექტები მთლიანად დანგრეულია”- განაცხადა გაიდაიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)