|
2022-07-09 11:15:17, 1498 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - პუტინის „ჯერ არ დაწყებული“ არმია აგრძელებს მოძველებული ჯავშანტექნიკის განლაგებას
რუსეთის არმია, პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვების საპირისპიროდ, რომ ოკუპანტებს „არც კი დაიუწყიათ“ მოქმედებები უკრაინაში, აგრძელებს მოძველებული იარაღის განლაგებას,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, რუსები თავის არმიას 1950-იან წლებში შემუშავებული ჯავშანტექნიკას აწვდიან. „მიუხედავად პრეზიდენტის პუტინის 2022 წლის 7 ივლისის განცხადებისა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს „არც კი დაუწყიათ“ ოპერაციები უკრაინაში, ისინი თავის არმიას, მოძველებულ ან შეუსაბამო აღჭურვილობას აწვდიან.“, - ნათქვამია განცხადებაში. დაზვერვის ინფორმაციით, პირველი რუსული ქვედანაყოფების უმეტესობა თებერვალში აღჭურვილი იყო BMP-2 ქვეითი საბრძოლო მანქანებით 33 მმ-მდე სისქის ჯავშნით, მძლავრი 30 მმ ავტომატური ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვებით. „რუსეთი ახორციელებს სარეზერვო ძალების გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით და „აგროვებს“ მათ უკრაინის მახლობლად მომავალი შეტევითი ოპერაციებისთვის. ახალი ქვეითი ქვედანაყოფების უმეტესობა, სავარაუდოდ, განლაგდება MT-LB ჯავშანტექნიკით. ამასთან, აღჭურვილობის დონით, გამაგრება მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც მონაწილეობდნენ თებერვალში უკრაინაში შეჭრაში“,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა: „ჩვენ უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს სურს ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ამ გზით მიდის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჯერ სერიოზული არაფერი დაგვიწყია“. პუტინის ამ განცხადებას მისი პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ, რუსეთის პოტენციალი დიდია და უკრაინის წინააღმდეგ ომში, ახლა მისი მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)