16:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 10:34:20, 1391 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 347 ბავშვი დაიღუპა, 647 კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 347 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 647 კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 348, კიევში - 116, ხარკოვში - 186, ჩერნიგოვის - 68, ლუგანსკის - 61, ნიკოლაევის - 53, ხერსონის - 52, ზაპოროჟიეს - 31, სუმის - 17, ჟიტომირის - 15.

უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანა 2 116 სასწავლო დაწესებულება, მათგან 216 მთლიანად განადგურდა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics