|
2022-07-08 21:31:00, 1186 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ სახელმწიფო თანაზომიერ პასუხს არ უპირისპირებს ისეთ კრიმინალს, როგორიცაა პარლამენში შეჭრის მცდელობა, მაშინ ქვეყანას საფრთხე ექმნება
აქ არ არის საუბარი „ქართულ ოცნებაზე“ და ხელისუფლებაზე, როდესაც სახელმწიფო თანაზომიერ პასუხს არ უპირისპირებს ასეთ კრიმინალს, მათ შორის, უმძიმესი კრიმინალია პარლამენში შეჭრის მცდელობა, ასეთ დროს ქვეყანას ექმნება სამომავლოდ საფრთხე. ამიტომ, მაღალი სტანდარტი კი კარგია, მაგრამ მე მგონი ეს სტანდარტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს იმ სტანდარტებთან, რომელიც არის დასავლეთის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში. არის უამრავი ქვეყანა, სადაც ობიექტურობის სტანდარტი არის კანონით დაცული. ჩვენთან ეს არ არის უზრუნველყოფილი, რაც ასევე საზოგადოებას უქმნის პრობლემას. ეს პირდაპირ ეუთო ოდირის ანგარიშში იყო აღნიშნული, თუმცა აქაც როგორი მდგომარეობა გვაქვს, რომ არის დიაგნოზი. გეუბნებიან რომ შენ გაქვს რაღაც ავადმყოფობა, მაგრამ მკურნალობა არ შეიძლება. თუ დიაგნოზია რანაირად შეიძლება არ უმკურნალო თუ საზოგადოებას აზიანებს ეს პოლარიზაცია, უბედურება, ფეიკი და ა.შ. როგორ შეიძლება ამ ავადმყოფობას არ უმკურნალო, მაგრამ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ არის დიაგნოზი მაგრამ მკურნალობა არ შეიძლება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში გადაცემაში „დიდი გადაცემა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ს კონგრესში შეჭრის ინციდენტზე, სადაც სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ამის შედაგად ასობით ადამიანი იქნა დაკავებული. როგორც კობახიძემ აღნიშნა სახელმწიფოს ფუნქციაა იზრუნოს პრევენციისთვის. მისი თქმით სწორია სათანადო სიმკაცრით კანონის გამოყენება. „არა მარტო პოლიტიკური კუთხით, სხვადასხვა კუთხით გვაქვს ბევრად უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე თუნდაც დასავლეთის ქვეყნებს. ავიღოთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და კონკრესში შეჭრის მცდელობა. გახსოვთ, რომ სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დიდი რაოდენობა ადამიანები იქნენ დაპატიმრებული. ანუ მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდა კონკრესში შეჭრის მცდელობას. რატომ? - პრევენციისთვის. სახელმწიფომ ბუნებრივია პრევენციისთვის უნდა იზრუნოს და პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია იმისათვის, რომ ხვალ აღარ მოუვიდეთ აზრად კონგრესში შეჭრა. რა თქმა უნდა სწორია სათანადო სიმკაცრით კანონის გამოყენება. ჩვენთან რა მოხდა? ჩვენთან იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, თუმცა თუ არ ვცდები ერთი კაცი იყო ამისთვის დაპატიმრებული, მერე მელია დაემატა და ისინიც გათავისუფლდნენ პოლიტიკური შეთანხმებების საფუძველზე. არც ერთი კაცი არ არის დაპატიმრებული პარლამენტში შეჭრის გამო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ სტანდარტი არის მაღალი ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვყნებში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)