|
2022-07-07 14:59:11, 1159 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით პირველადი საჯარო შეთავაზების მასტერკლასი ჩატარდა
„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 6 ივლისს, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მასტერკლასი თემაზე - პირველადი საჯარო შეთავაზება ჩატარდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს „გალტ & თაგარტი“ „BDO Georgia“-სთან ერთად ასრულებს. ღონისძიებას EBRD-ის კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ატილა ტოსი გაუძღვა. მასტერკლასი პრაქტიკული ქეისების განხილვას და ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა: პირველადი საჯარო შეთავაზების ეკონომიკური დასაბუთება; პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი; კომპანიის არსებობა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ, როგორ მოვემზადოთ პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ. „გალტ & თაგარტისა“ და „BDO Georgia“-ს ხელმძღვანელობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევა განხორციელდა, რომლებიც კომპანიებისთვის აღნიშნულ ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმო. პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში უწყობს ხელს.
პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონ ლარს შეადგენს.
“მოხარული ვართ, რომ EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. პროექტში 21 ქართული კომპანია უკვე ჩაერთო, რომლებიც სხვადასხვა სექტორის მოწინავე მოთამაშეები არიან. პროგრამის ფარგლებში კი, მათ აქვთ საშუალება, მეტად განვითარდნენ და უკეთ აითვისონ კაპიტალის ბაზრები საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)