|
2022-07-07 13:56:06, 3027 ნახვა
კომენტარი
ზაზა შათირიშვილი - ივანიშვილს ვერავითარი სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს
ამ კაცს პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფინანსულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს.
"ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს. ამ კაცს პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა. თუ დღემდე შვეიცარიული ბანკი გადარიცხვების შეჩერებისას ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებდა, დღეს მან უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მიუთითა, რაც თეთრი ძაფით ნაკერი ამბავია. როდესაც წლების მანძილზე ამ მისიისთვის გამზადებენ, არც ნატოში გიღებენ და არც ნეიტრალიტეტზე საუბრის უფლებას გაძლევენ, ნატოსა და ოდეკაბეს შორის ორპირ ქარში გაყენებენ, რთული გამოსაცნობი არაა, რამდენად არიან გაბრაზებული ივანიშვილზე სცენარის ავტორები, რომელსაც ისინი გეგმის მთავარ ჩამშლელად განიხილავენ. მათ აშკარად ღრმად სწამთ, რომ რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები ამხელა ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდნენ და მათ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევდათ. ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს რწმენას ივანიშვილის პატრიოტიზმთან დაკავშირებით. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს. საქართველოს ყველა პატრიოტი მას ამ საქმეში გვერდში უნდა დაუდგეს. ამხელა ზეწოლის ფონზე, საქართველოს მხოლოდ პატრიოტული ერთიანობით გადავარჩენ",- განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)