|
2022-07-06 18:29:12, 975 ნახვა
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ჩვენ ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთისგან ენერგეტიკის სრული შეწყვეტისთვის უნდა მოვემზადოთ
ჩვენ ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთისგან ენერგეტიკის სრული შეწყვეტისთვის უნდა მოვემზადოთ. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მისივე თქმით,ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს. "ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი. ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს. ჩვენ ამ გეგმასა და საჭირო ინსტრუმენტებს ივლისის შუა რიცხვებში წარვადგენთ. წევრ ქვეყნებს უკვე აქვთ ეროვნული საგანგებო გეგმა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)