|
2022-07-05 14:45:03, 1279 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრულად „საქართველოს ბანკის“ მიერაა დაფინანსებული. „დამსვენებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ახალი პროექტი წამოგვეწყო. იდეის სისრულეში მოყვანაში კი, „საქართველოს ბანკი“ გვეხმარება. მათთან პარტნიორობით დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც ბაკურიანში დამატებით კოტეჯის მშენებლობას გულისხმობს. ძალიან მალე, სასტუმრო პირველ დამსვენებელს უმასპინძლებს“, - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ნანული მაღრაძე. „საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)