|
2022-07-05 13:18:29, 1079 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „ოცნება“ ალეკო ელისაშვილს და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს
დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო“,- ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ხოლო პატარა პარტიებს, "გირჩსა" და "მოქალაქეებს" ხელისუფლების თანამონაწილეებად მოიაზრებს. განცხადების თანახმად, ქვეყანაში დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია. "ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი - ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა. გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში. დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო“. პოლიტიკური მოცემულობა 2022 წლის 20 ივნისის შემდეგ სრულად შეიცვალა და რაც იყო 2012 წლიდან, აღარასდროს დაბრუნდება. ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს - 20 ივნისის შემდეგ ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს. ხალხმა აღიდგინა ის, რაც დაკარგული ჰქონდა - ქართველმა დაიბრუნა ძალაუფლება და თქვენი ვაჭრობა აღარაფერს ნიშნავს. ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობთ რუსეთთან, პატარა პარტიებთან და ყველასთან. კორუფციის მორევში ჩაფლულები ქურდავთ და აყაჩაღებთ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ თქვენი პარტიის სახეები მხოლოდ ოპონენტებს კი არა, საზოგადოებას და მთელ ქართველ ხალხს დედის გინებით მიმართავენ. ერთი სიტყვით, დიახ, გვჭირდება დეპოლარიზაცია. ხოლო დეოლიგარქიზაცია და რადგან ერთი ოლიგარქი გვყავს, მონარქის განდევნა პოლიტიკური ველიდან კი, ავტომატურად, ნიშნავს დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისს. არ იქნება ოლიგარქი, იქნება დეპოლარიზაცია!
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)