23:01 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 15:12:42, 1821 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით, ის პუტინის პირადი „კომპლექსებით“ დაიღალა

მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამასთან, მსოფლიო დაიღალა კრემლის ხელმძღვანელის, ვლადიმირ პუტინის მუქარითა და შანტაჟით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, საზოგადოებამ უნდა დაივიწყოს ფრაზა „უკრაინა დაიღალა“, რადგან მსოფლიო აგრძელებს ამ სახელმწიფოს მხარდაჭერას.

„მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით. მსოფლიო დაიღალა რუსული გაზის შანტაჟით, ხელოვნური კრიზისებით, ინფლაციის, პოლიტიკური მკვლელობებით, ქიმიური იარაღით, ტერორით და მუდმივი უხეში ტყუილით. დაიღალა პუტინის პირადი „კომპლექსებით“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics