|
2022-06-30 10:36:45, 897 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება. პროექტის ფარგლებში ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 180,000 ლარს უტოლდება. ფინანსური რესურსი დანადგარების შეძენასა და ყველის აუზების განახლებას მოხმარდა. კომპანია წელიწადში 40 ტონამდე მოცულობის ქარხნულ ყველსა და სულგუნს, ასევე 4 ტონამდე კარაქს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოვებინა ყველის საწარმო და კიდევ უფრო მეტად გვეფიქრა სამომავლო განვითარებაზე. სასიამოვნოა, როცა ბანკი ცდილობს მცირე მეწარმეს მის საჭიროებაზე მორგებული პირობები შესთავაზოს და ხელი შეუწყოს ბიზნესის გაფართოებას. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, არ გავჩერდეთ და გავაძლიეროთ ბიზნესი, ჩვენი რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავადაც გვაქვს ფერმა, დამატებით ჩვენ რძეს სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიძენთ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა“,- აცხადებს მცირე მეწარმე, რაფაელ კაროიანი. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტ ბიზნესს და ადგილობრივ წამოწყებას შევუწყოთ ხელი საქმიანობის განვითარებაში“, -განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)