|
2022-06-29 22:01:05, 1280 ნახვა
პოლიტიკა
რუსი ბლოგერი ინსა ოგუზი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ლიეტუვაში ჩავიდა
დღეს გამთენიისას, რუსი ბლოგერი ინსა ოგუზი ლიეტუვაში ჩავიდა. - განაცხადა ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“-მ. მისივე თქმით, ინსა ოგუზის საქმეში „უფლებები საქართველო“ 14 ივნისიდან ჩაერთო და რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მისი ინტერესების დაცვა. "ორგანიზაციამ 17 ივნისს ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ინსა ოგუზისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დროებითი განჩინების გამოტანა. პარალელურად, 20 ივნისს, „უფლებები საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენების გზით მომხდარიყო ინსა ოგუზისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული განაცხადის საპასუხოდ, 22 ივნისს, ევროსასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო მხარეებთან - მოსარჩელეს და სახელმწიფოს გამოუგზავნა კითხვები და კითხვებზე პასუხების წარდგენის საბოლო ვადად 29 ივნისი განუსაზღვრა. 27 ივნისს საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ინსა ოგუზის ქვეყანაში შემოშვების შესახებ. შესაბამისად, ევროსასამართლოში კითხვებზე პასუხის წარდგენა აღარ გახდა საჭირო. „უფლებები საქართველომ“ გუშინვე აცნობა ევროსასამართლოს აღნიშნულის შესახებ. ბლოგერი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ინსა ოგუზი 2022 წლის 12 ივნისიდან იმყოფებოდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. 12 ივნისს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოსვლაზე. ოგუზმა 13 ივნისს განმეორებით მოითხოვა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა და საზღვარზე მოითხოვა საქართველოში საერთაშორისო დაცვა (თავშესაფარი). ინსა ოგუზს უარი ეთქვა აღნიშნულ მოთხოვნებზე. ინსა ოგუზის ინტერესებს ადგილობრივ დონესა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მას ე.წ. ნეიტრალური ტერიტორიის დატოვების და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს მისცა. იმავე დღეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა ინსა ოგუზი დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თბილისში ჩამოიყვანეს.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)