|
2022-06-28 10:37:48, 909 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის დასკვნა „ნაცმოძრაობისთვის“ არის „სახარება მგლის თავზე“
„კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავია, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდის. „მთავარი პრობლემა იცით, რა არის? - პრობლემა არის ის, რომ მათ თვითონ იციან საკუთარი დანაშაულების შესახებ და თვითონ არიან ამ დანაშაულების მძევლები. თვითონ ვერ გამოდიან პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან. ამიტომ არ მოაწერეს 100 დღე 19 აპრილის შეთანხმებას ხელი, სხვანაირად არ შეუძლიათ, ეს არის მათი ბუნება. ეს არის „კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავი, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს. ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ უკვე 10 წელია და მეტი“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დეპოლარიზაციისკენ მოწოდებას არავითარი ფასი არ აქვს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მათთვის ეს მოწოდება „მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს“. „ხედავთ, რომ ევროკომისიის დასკვნას და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისინი არა დეპოლარიზაციისთვის, არამედ, პირიქით, პოლარიზაციისთვის იყენებენ. „ნაცმოძრაობაზე“ როცა ვსაუბრობთ, ეს დოკუმენტი, ევროკომისიის დასკვნა არის „სახარება მგლის თავზე“. დაუწერეს ყველას, მათ შორის „ნაცმოძრაობასაც“, შეამცირეთ პოლარიზაციაო, მაგრამ ეს არის მათთვის „მგლის თავზე სახარება“. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. სინამდვილეში, მათ არც ევროპა უნდათ იმიტომ, რომ თავის არსით ანტიევროპული პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ“, - განაცხადა კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დეპოლარიზაციის მიმართულებით მზაობას ვერ ხედავს. თუმცა, როგორც კობახიძე განმარტავს, ვისთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება, ითანამშრომლებენ. „მათი მხრიდან დეპოლარიზაციის მზაობას ჩვენ უკვე 10 წელია ვერ ვხედავთ. არ ვიცი მომავალში რა იქნება, ვისთანაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ვინც ქუჩაში გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პარტიასთან, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ან ასეთ მედიასთან თანამშრომლობა ამ პუნქტების გარშემო?! ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ვინც არის კონსტრუქციული და დეპოლარიზაციისკენ გადადგამს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ყველასთან შესაძლებელია. რეალურად, პირველი პუნქტი არის არა შესასრულებელი იმ გაგებით, რომ რაღაც რეფორმა უნდა გატარდეს და ა.შ. არამედ ეს არის წინაპირობა ყველა დანარჩენი პუნქტისთვის. საჭიროა საზოგადოებაში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დანარჩენი 11 პუნქტი შესრულდეს. ვხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან, რაც ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, არათუ დეპოლარიზაციისკენ დგამენ ნაბიჯებს ეს ადამიანები, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ცდილობენ, პოლარიზაცია გააღვივონ. ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ ჩვენ სხვა ამოცანა გვაქვს. ჩვენი ამოცანა არის შესრულდეს ეს პუნქტები“,-განაცხადა კობახიძემ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)