|
2022-06-27 17:19:43, 976 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ - თუ „ოცნება“ უარს იტყვის კონსულტაციებში ჩართვაზე, ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ვერ გაგრძელდება
თუ ,,ქართული ოცნება’ უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ‘ლელო’ მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება,- ამის შესახებ პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთონ იმისათვის, რომ 6 თვეში, როდესაც ევროპული საბჭო დაუბრუნდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად გზას. „23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა შანსი, მიეღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, ევროკავშირმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ ხელისუფლების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპის კარი ღია რჩება. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ 6 თვეში, როდესაც ევროპული საბჭო დაუბრუნდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად გზას. თუ დღეს ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ვერ იპოვნის გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან, საფრთხე, რომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, ქვეყანაში გაღრმავდეს განხეთქილება და საქართველომ კიდევ ერთხელ და შესაძლოა, სამუდამოდ, დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი, რეალურია. შესაბამისად, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს: ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპების დაუყოვნებლივ განსაზღვრა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამის შემდეგ კი, სამოქმედო გეგმის დასახვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად და საგზაო რუკის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. შესაბამისად, მივმართავთ ,,ქართულ ოცნებას’’ ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად. აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ,,ქართული ოცნება’ უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ‘ლელო’ მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას. თუ პოლიტიკური პარტია, ‘ქართული ოცნება’ ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს“,- ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს მოძრაობა, „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა, 3 ივლისს მორიგი აქცია დააანონსა. დიღმელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ მიერ შემუშავებული გეგმის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქციები მოეწყობა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)