|
2022-06-26 11:22:34, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - კრემლი უკრაინაში ომის დასრულების ორ სავარაუდო თარიღს განიხილავს
უკრაინის დაზვერვა კრემლის წყაროებზე დაყრდნობით, ომის დასრულების ორ სავარაუდო თარიღს ასახელებს.საუბარია რუსეთის ფედერაციაში ეროვნულ არჩევნებზე და საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლის იუბილეზე , განაცხადა უკრაინის მთავარი დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ RBC-Ukraine- თან ინტერვიუში . მისივე თქმით, კრემლი აქტიურად განიხილავს შემდგომ მოქმედებებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. დაზვერვა მიიჩნევს, რომ კრემლს ომის დასრულება 11 სექტემბრამდე სურს, როდესაც ქვეყანაში კენჭისყრა გაიმართება. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე საუბრობს მტრის მიერ დროებით კონტროლირებად უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვაზე. "რუსეთის ფედერაციის პოლიტტექნოლოგები ახლა ამ ყველაფერზე მუშაობენ, ისინი აქტიურად სწავლობენ ჩვენს ტერიტორიებს, სოციალურ მდგომარეობას და ზოგადად შესაძლებელია თუარა ინტეგრირება ეს დილემური საკითხია," - აცხადებს სკიბიცკი რუსეთის ფედერაციისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია სსრკ-ს შექმნის 100 წლისთავი - 30 დეკემბერი. ”მაგრამ ყველა შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ისინი და რამდენად არ დავუშვებთ მათი გეგმების რეალიზებას”, - ასკვნის სკიბიტსკი. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები წლის ბოლომდე მინიმუმამდე შემცირდება, გარდამტეხი კი აგვისტოში იქნება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)