18:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 22:00:48, 1018 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შანსი, ჩვენი ოპონენტები უწოდებენ გაშვებულ შანსს

თუ ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შანსი და  ჩვენი ოპონენტები უწოდებენ გაშვებულ შანსს, ამ შემთხვევაში ობიექტურობა ევროპელი ლიდერებისკენ, ანუ, ამავდროულად ჩვენსკენ არის და ეს თუ ვიღაცას სწყინს, რა გავაკეთოთ,  რეალურად ეს არის ისტორიული შანსი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ‘

მისი თქმით, რომ არა სამწუხარო ომი უკრაინაში, ეს შესაძლებლობის ფანჯარა და შანსი არავის გვეძლეოდა მოცემულ მომენტში.

„ჩვენ ვსაუბრობდით პროგრამაში იმაზე, რომ 2024 წლისათვის შევიტანდით განაცხადს. ომია უკრაინაში, მას ავანსად სჭირდებოდა, მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა ევროკავშირისგან და ძალიან კარგია, რომ  ეს მხარდაჭერა მანაც მიიღო და მოლდოვამაც, რომელიც ასეთივე არა, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მძიმე  მძიმე მდგომარეობაშია და საქართველომ მიიღო პირობა ევროკავშირს წევრობის  კანდიდატობის, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პირობებს შესარულებს. მათთვის  ეს არის ისტორიული შანსი, მათი გადმოსახედიდან, მოდი ჩვენც ასე ვთქვათ, დაუჯეროთ, როგორც რეკომენდაციებში ასევე შეფასებებში და თუ ჩვენი ოპონენტების შეფასება ამას არ ემთხვევა ე.ი. ისინი არა თუ მარტო ობიექტურები არ არიან, არამედ ცდილობენ დინების საწინააღმდეგოდ სვლას, რაც ძალიან ცუდია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics