|
2022-06-24 14:53:04, 1183 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე - როცა მთავრობა ერთვება სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს ომის დაწყების სურვილს
ითხოვდნენ ორგანიზებულად მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად ამაზე ნებართვა მთავრობას უნდა გაეცა, მე არ გავეცი ეს ნებართვა. არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ. ბაიდენი და ევროპელი ლიდერები მიუწოდებენ ხალხს არ ჩაერთონ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში. როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული და შენ გინდა პროვოკაცია გაუკეთო, ომში ჩართვით. როცა მთავრობა ერთვება სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს ომის დაწყების სურვილს, - ასე დაასაბუთა პრემიერ-მინოსტრმა, მთავრობის უარი უკრაინაში ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნის ინიციატივაზე. მისივე თქმით, დესტრუქციულ ძალებს სურთ ქვეყნის ომში ჩართვა, რადგან მათი ერთადერთი შანსი რევილუციაა.
"ერთადერთი შანსი, რაც დესტრუქციულ ძალებს ქონდათ იყო ომის პროვოცირება. სააკაშვილის მიზანი იყო რევოლუცია და სისხლისღვრა. ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია, ამ რისკის დანახვა არის უმეცრება. ვიღაც მოდის და უნდა რომ დაამხოს მთავრობა ეს ნიშნავს ომის დაწყებას. ითხოვდნენ ორგანიზებულად მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად ამაზე ნებართვა მთავრობას უნდა გაეცა, მე არ გავეცი ეს ნებართვა. არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ. ბაიდენი და ევროპელი ლიდერები მიუწოდებენ ხალხას არ ჩაერთონ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში. როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული და შენ გინდა პროვოკაცია გაუკეთო, ომში ჩართვით. როცა მთავრობა ერთვება სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს ომის დაწყების სურვილს. აღარ გავაგრძელებ უხეში სირყვებით იმაზე საუბარს, რაც უკვე ვთქვი პარლამენტში. თქვენ გახსოვთ როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს. როგორ მიატოვა ჩვენი ჯარი, ომში იბრძვიან გმირები, რომელი პოლიტიკოსი ნახეთ ომში გარდაცვლილი, ჯარი შეეწირა გმირულად.პოლიტიკოსები კი ვნახეთ მიწაზე გართხმულები. ამიტომ მათი სურვილია ქვეყნის არევა, დესტრუქცია,"- აცხადებს ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნაზე უარი განაცხადა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)