|
2022-06-24 12:13:39, 1608 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერი - ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებში არიან გამაგრებულები და უკრაინული მხარის კონტრშეტევისთვის ემზადებიან
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ რუსული საოკუპაციო ჯარები ქალაქის საცხოვრებელ სახლებში საფარებს აკეთებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის ემზადებიან. მერის თქმით, მარიუპოლის მცხოვრებლებმა თავად განაცხადეს, რომ ოკუპანტები თხრიდნენ თხრილებს და ათავსებდნენ აღჭურვილობას ამ ახალი ნაგებობების უკან. " ოკუპანტებმა დაიწყეს საცხოვრებელი კორპუსებში საფარების მოწყობა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თითქმის ქალაქის ტერიტორიის საზღვარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაახლოებით სწორედ აქ მოხდება“. ბოიჩენკომ ასევე დასძინა, რომ რუსები არ უშვებენ ხალხს ქალაქიდან, რათა შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეებს ამოეფარონ. ცნობისთბის, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი ომის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ძლიერი სიმბოლო გახდა. ალყაში მოქცეული ქალაქი, სადაც ხაფანგში მოქცეული მოსახლეობა კვირების განმავლობაში ელექტროენერგიის და წყლის გარეშე ცხოვრობდა. ადგილობრივებს ცხედრების მზარდი რაოდენობის დასაკრძალად თხრილების გამზადება უწევდათ. განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა.ბაჩელეტის თქმით, განახლებული შეფასებით ქალაქის 350 000-მდე მცხოვრები გაექცა რუსეთის ალყასა და ქალაქის ოკუპაციას. მისივე თქმით, საცხოვრებელი შენობების 90 პროცენტამდე. ან დაზიანდა ან განადგურდა. მარიუპოლში ომამდე 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)