|
2022-06-24 10:55:35, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი იყენებს „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს, რადგან მას აქვს სათანადოდ მომზადებული პერსონალის ნაკლებობა და საბრძოლო დანაკარგები. უწყება მიიჩნევს, რომ პენსიაზე გასული პერსონალის გამოყენება „ვაგნერის“ ჯგუფთან კონტრაქტით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, იბრძვიან საკმარისი ეკიპაჟით უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად. „ეს სავარაუდოდ გამოწვეულია რუსეთში სათანადოდ მომზადებული პერსონალის ნაკლებობით და მისი საბრძოლო დანაკარგებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში. მისიის დროს რუსი მფრინავი იყენებდა კომერციულ GPS მოწყობილობებს. ეს კი, მათივე ცნობით, მიუთითებს იმაზე, რომ ვაგნერის პილოტების თვითმფრინავი არის Su-25-ის ძველი მოდელები და რომ რუსეთის საჰაერო ძალები არ აწვდიან ვაგნერს თანამედროვე ავიონიკური აღჭურვილობით. ცნობისთვის, 18 ივნისს უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სვეტლოდარსკთან რუსული სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ვაგნერელი პილოტი ტყვედ აიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)