|
2022-06-23 18:28:15, 857 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - თუ პირობები შესრულდება, კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება
თუ პირობები შესრულდება, მაშინ კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება,- ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, ჰქონდეს პროგრესი და ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდეს. „ქართველი ხალხისთვის კარგი მესიჯის გაგზავნას ვგეგმავთ და ეს მესიჯი ჩემი ქვეყნის ისტორიას მახსენებს. ლიეტუვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარკებები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით გვიან დაიწყო და ესტონეთიც უფრო მალე მიიწვიეს, თუმცა ამან ჩვენს ხალხს სტიმული მისცა და 2004 წელს ესტონეთს დავეწიეთ. ჩვენ ევროკავშირში მათთან ერთად გავწევრიანდით. აქედან გამომდინარე დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის გარკვეული პირობების გათვალისწინებით მკაფიო პერსპექტივის დასახვა იქნება. თუ პირობები შესრულდება, მაშინ კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება. მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმედგაცრუების მესიჯი. ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. ეს იყო მოტივაცია რომ რეფორმები გაგვეტარებინა. თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული. თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა იმსახურებს, ჰქონდეს კარგი პროგრესი და აჩვენოს რეგიონში სხვა ქვეყნებს ქართული წარმატება“,- განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)