2022-06-23 16:17:07, 271 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“, USAID-ისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს ერთობლივი პროგრამა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის
![]() „საქართველოს ბანკი“ პარტნიორებთან ერთად მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE Entrepreneurship Academy-სა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პროექტი „ბიზ-ლინკი“, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით. ის მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო სემინარები. პროექტში 18 მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ჩართული. მათ მიიღეს ინფორმაცია და კონსულტაცია ისეთ თემებზე როგორიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიკაცია და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარება. ხოლო ინდივიდუალური საკონსულტაციო სემინარებზე შეიმუშავეს ექსპორტის სამოქმედო გეგმა და ბიზნეს გეგმები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად: 10 მცირე და საშუალო საწარმომ გამოავლინა სამიზნე საექსპორტო პროდუქტები და ბაზრები, რომელთაგან ნახევარი უკვე მოქმედებს მომზადებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად. (ექსპორტის მენეჯერების აყვანა, სამიზნე უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ვიზიტები და ა.შ.) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი, ექვსმა მცირე და საშუალო კომპანიამ 11 მლნ ლარის ოდენობით, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდა.
პაპუაშვილი - როცა მოწვეულთა შორის ვერბალური და ფიზიკური ძალადობით ცნობილი, ვახტანგ წერეთელია, პროვოკაცია არ უნდა იყოს
მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფის 10-მდე წევრი დააკავეს
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ იმართება
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს
|
ომი უკრაინაში![]() მარიუპოლის საკრებულო - 10 ათასზე მეტი მცხოვრები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ციხეში“ იმყოფება
![]() პოდოლიაკი - მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით, ის პუტინის პირადი „კომპლექსებით“ დაიღალა
![]() ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს - დაიღუპა ოთხი ადამიანი
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() აბორტის აკრძალვა აშშ-ში, 50 წლის წინანდელი საქმის გადახედვა და ამერიკელები უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ
მთავარი თემა
|