|
2022-06-22 11:49:43, 852 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სამგორის გამგებელის პოსტზე - უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს
უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს,- თბბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. დედაქალაქის მერის, განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. „გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ჩემი თხოვნა იქნება, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. თავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში, თუმცა, ამავდროულად, კარგად გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. შეგახსენებთ, რომ სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ "შინ ევროპისკენ" აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ ვინც მანდ მივიდა "მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ". მოგვიანებით, გამგებელმა სტატუსი "ფეისბუკ" გვერდიდან წაშალა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)