18:49 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 19:14:58, 1617 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის პროკურატურამ რუსი დეპუტატის ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღა

გერმანიის პროკურატურამ რუსეთის დუმის სანქცირებული დეპუტატს და მის ოჯახს საბანკო ანგარიშები და კერძო საკუთრება დაუყადაღა. -ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის პროკურატურა ავრცელებს.

სანქცირებული პირი დუმის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწოდებას უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად  აღიარების შესახებ.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქციების გამო აქტივები არამარტო „გაყინულია“, არამედ ფაქტობრივი უძრავი ქონება დაყადაღებულია“, - თქვა უფროსმა პროკურორმა ენ ლეიდინგმა.

 დუმის დეპუტატი 23 თებერვლიდან  ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ბავარიის პროკურატურა ასევე იძიებს რუსი მაღალჩინოსნის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობას.

ეს ნაბიჯი მოყვა გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის განცხადებას, რომ რუსული აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 4,5 მილიარდ ევროს შეადგენს, ცენტრალური ბანკის დეპოზიტების ჩათვლით გაყინულია.

ევროკავშირმა, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა აშშ, იაპონია და ავსტრალია, დააწესა სანქციების რამდენიმე რაუნდი რუსული ბიზნესის, ბანკების, მრეწველობისა და კერძო პირების წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics