|
2022-06-21 15:51:07, 734 ნახვა
პოლიტიკა
სამგორის გამგებელი - სიტყვა, რომელზეც ერთი ამბავი ატეხეთ სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს
ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. - განაცხადა სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძე "მთავარ არხთან" საუბრისას. მისივე თქმით, სიტყვა რომელზეც საზოგადოებამ ერთი ამბავი ატეხა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს. " ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი ეს არ აღნიშნავს საზოგადოების აზრს და არც პოლიტიკურს. ეს არის ჩემს მეგობრებზე გათვლილი. ის სიტყვა,რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ "შინ ევროპისკენ" აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ ვინც მანდ მივიდა "მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ". მოგვიანებით, გამგებელმა სტატუსი "ფეისბუკ" გვერდიდან წაშალა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)