|
2022-06-21 15:29:57, 917 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე - ეს მისი გამოხატვის უფლებაა, პირად სივრცეში, რასაც უნდა იმას დაწერს
სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის გამგებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც აქციის მონაწილეებს აგინებს. კახა კალაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნები და კრიტიკა ისმოდეს იმ ადამიანებისა და ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც სიძულვილის ენას თავად აღვივებენ. „შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა. ეს მისი პირადი გვერდია და თავის პირად სივრცეში ადამიანი, რასაც უნდა იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული. ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია, ასევე იმ ადამიანებისგან, როდესაც ამაზე მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები და ტელევიზიები, საიდანაც სიბინძურის ნიაღვარი - სიძულვილის ენა, ოჯახის შეურაცხყოფა, ოჯახზე თავდასხმები ყოველდღიურად მოდის. ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი იყვნენ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ადამიანს, ვინც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭინებდნენ და აჭმევდნენ. ასევე, ციხიდან გამოჰყავდათ ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ბიზნესს აფორმებინებდნენ და ახალგაზრდებს ახოცინებდნენ ქუჩაში. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან. მეც არ მომწონს, როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ "შინ ევროპისკენ" აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ ვინც მანდ მივიდა "მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ". მოგვიანებით, გამგებელმა სტატუსი "ფეისბუკ" გვერდიდან წაშალა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)