|
2022-06-21 14:21:14, 917 ნახვა
პოლიტიკა
დიეგო კოლასი აქციაზე - ის, რაც წინსვლისთვის გვსურდა რომ გვეხილა, ვიხილეთ
ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები, ამიტომ ის, რაც წინსვლისთვის გვსურდა რომ გვეხილა, ვიხილეთ, - ასე აფასებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი 20 ივნისის აქციას. მისი თქმით, ძალიან საინტერესო პროტესტმა აჩვენა ქართველი ხალხის დიდი მობილიზება და შეუპოვრობა. "უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელმა მშვიდობიანმა, კანონიერმა და ძალიან საინტერესო პროტესტმა აჩვენა ქართველი ხალხის დიდი მობილიზება და შეუპოვრობა. ჩემი აზრით, ევროკომისიის შეთავაზებაზე მობილიზაციისა და ოპტიმიზმის იმედი არსებობს, რადგან გვაქვს ევროპული პერსპექტივის აღიარება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ასევე, გვაქვს მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის და წინსვლისთვის. ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია. მოულოდნელობა არ არის, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები, ამიტომ ის, რაც წინსვლისთვის გვსურდა რომ გვეხილა, ვიხილეთ. ეს არის მობილიზაცია და შეუპოვრობა",- განაცხადა დიეგო კოლასმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)