|
2022-06-21 14:10:57, 1687 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ასე ამბობს!
საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ასე ამბობს,- ასე გამოეხმაურა ვროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, 20 ივნისს გამართულ აქციას. კრამონის თქმით, საქართველო ევროპული მომავლის მქონე ერია, რასაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და გარე ქვეყანა ვერ შეცვლის. „საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ასე ამბობს! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და გარე ქვეყანა ვერ შეცვლის. ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”,- წერს კრამონი. გარდა ამისა, თავის ვიდეომიმართაში ევროპარლამენტარი ანიშნავს, რომ გუშინდელი შეკრება დიდი ძალისხმევის შედეგია. „ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგია ეს დიდი შეკრება ამ საღამოს. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!“,- განაცხადა კრამონმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 ივნისს მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)