|
2022-06-21 10:20:41, 1930 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ჟურნალისტმა ნობელის მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 103.5 მილიონ დოლარად გაყიდა
რუსმა ჟურნალისტმა, დიმიტრი მურატოვმა მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიტანა. როგორც Heritage Auctions-მა ტვიტერზე დაწერა, მურატოვმა აუქციონზე გაიტანა თავისი 2021 წლის ნობელის პრემია, იუნისეფის ბავშვთა ლტოლვილთა ფონდის სასარგებლოდ, რომელიც 103 500 000 დოლარად გაიყიდა. „ახლა, ჯილდო ჩემთვის არის შესაძლებლობა, გავუზიარო ის ხალხს”, - განაცხადა მურატოვმა. ამასთან, მურატოვმა მოუწოდა ხალხს შეუერთდნენ ამ საქმეს და თავიანთი წვლილი შეიტანონ. შეგახსენებთ, რომ მურატოვი არის რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოშვების „Novaya Gazeta“-ს მთავარი რედაქტორი. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ორგანიზაციის ცნობით, მან გააკრიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს და მთავრობის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)