|
2022-06-20 21:58:26, 1243 ნახვა
პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა - თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას, გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ
თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ,- ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეკრებილ ქართველ ხალხს. გრეგოროვას თქმით, საქართველომ რა თქმა უნდა, კარგად იცის, რომ ისინი კრიტიკულები არიან მთავრობის მიმართ, არსებული ვითარების გამო. მაგრამ ეს არ ცვლის ურთიერთობებს და პროგრესს მიაღწევის სურვილს. „გამარჯობა. ჩემთვის ესაა მომავალი. დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობ, რომ ზრუნავთ, გმადლობ, რომ მოხვედით, მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკოთ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ჩვენ კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ. მაგრამ ეს არ ცვლის ამას. ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. ამიტომ, დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები. დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)