|
2022-06-20 21:56:18, 1350 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი- ქართველებს ვუსურვებ მთავრობას, რომელიც ევროკავშირის გზაზე დაბრკოლება არ არის
ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას,- ასე მიმართავს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აქციაზე შეკრებილებს. მისივე თქმით, ქართველი ხალხი პროევროპელია და მთავრობაც პროევროპული უნდა ყავდეს. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. "მომავალი უნდა იყოს ევროკავშირი, ევროკავშიროს მომავალი კი საქართველოს როგორც პარტნიორად ყოლაა. ქართველი ერი პროევეოპელია და პროევეოპული მთავრობა უნდა ყავდეს. ნამდბილო დემოკრატია არის იქ სადაც არ იქნება პოლიტიზირებული მართმსაჯულება. ქართველი ხალხი ასეთ დემოკრატიას იმიტომ იმსახურებს რომ ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და გაცემულ რეკომენდაციებს. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება. ",- აცხადებს კუბილიუსი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)