|
2022-06-20 21:04:53, 1189 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე - ოლიგარქ ივანიშვილს ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში
ოლიგარქ ივანიშვილს ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში,- ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი, როდესაც საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში. „ასეთი მნიშვნელოვანი მიტინგი იყო 80-იან წლებში, როცა დაიწყო ეროვნილი მოძრაობა და თუ წინა თაობებმა დაიწყეს და მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ამ თვალსაზრისით ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი. ასეთი დიდი მიტინგი არ ყოფილა. დღეს ჩვენი განსხვავებების ან სხვა შეხედულების მიუხედავად, საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში. ამ თაობამ უნდა განამტკიცოს ჩვენი თავისუფლება და იმ ხალხმა, რომელმაც დადეს თავი ჩვენი თავისუფლებისთვის, იმ გმირებთან, რომლებიც დღეს იბრძვიან ჩვენი თავისუფლებითვის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელსაც ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც ინდა შევიდეთ ევეოკავშრი. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის ვერდიქტს. ის ტრიო უკრაინისა და მოლდოვისა, საქართველოსთვის შეიქმნა და ოლიგარქიამ ჩამოგვაშორა და აღარ ვართ მოწინავე რიგებში. ეს მომავალი 6 თვე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელოსფულებამ აღასრულოს ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს გაწერილი“,- განაცხადა ბუღაძემ. გარდა ამისა, ბუღაძის თქმით, გამოსავალი ორია - ან ხელოსუფელბას ვაიძულებთ გაატაროს რეფორმები ან დაიკეტება ცივილიზაციის კარი. ეს მძიმე პროცესია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ მოიპოვოს კუთვნილი ადგილი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და 5 ევროპარლამენტარიი მიმართავს, მათ შორის არიან:
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)